აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია AGIC • ეი ჯი აი სი მოღვაწეობს 2007 წლიდან და უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხის მომსახურებას აუდიტის, საბუღალტრო, საშემფასებლო, ბიზნეს საკონსულტაციო და მარკეტინგის მიმართულებით.
კომპანიის გუნდი შედგება 50 მაღალკვალიფიციური, გამოცდილი და პროფესიონალი თანამშრომლისაგან, რომლებიც ფოკუსირებულნი არიან განვითარებასა და კლიენტების წარმატებაზე.
აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია AGIC არის PrimeGlobal-ის წევრი საქართველოში, რაც საშუალებას გვაძლევს განვახორციელოთ გლობალური, კომპლექსური და სხვადასხვა სირთულის პროექტები ჩვენს პარტნიორებთან ერთად მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში.