Added to cart There are not enough items in stock Added to wishlist Already added to wishlist
cover

Product

ფინანსური ანალიზი

საბუღალტრო და საგადასახადო მომსახურება

1n

აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია AGIC გთავაზობთ ფინანსური ანალიზის სერვისს. ფინანსური ანალიზი შეიძლება მომზადდეს ყოველთვიურად, კვარტლურად და წლიურად. AGIC-ის გუნდი იყენებს ანალიტიკურ პროგრამა Microsoft Power BI–ს მაღალი ხარისხის ფინანსური ანალიზისთვის. ამ პროგრამაში მუშაობა საშუალებას გვაძლევს კლიენტს მივაწოდოთ სრულყოფილი ინფორმაცია კომპანიის ფინანსური მდგომარეობის შესახებ: განვსაზღვროთ კომპანიის არსებული ფინანსური მდგომარეობა და მონაცემებზე დაყრდნობით გავაკეთოთ ფინანსური პროგნოზი. Microsoft Power BI–ში ჩვენი გუნდი მონაცემებს ამუშავებს კლიენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. ინფორმაციის დამუშავებს შემდეგ კლიენტს ანგარიშის სახით ვაწდვით მოთხოვნილ ინფორმაციას, შესაბამისი ვიზუალიზაციით. ფინანსური ანალიზის მომზადების პროცესი სამ ძირითად ეტაპად იყოფა: მონაცემების შეგროვება – პირველ ეტაპზე, AGIC-ის გუნდი აგროვებს არსებულ მონაცემებს კლიენტი კომპანიის საბუღალტრო პროგრამიდან. მონაცემების დამუშავება – მიღებული მონაცემები მუშავდება ანალიტიკურ პროგრამა Microsoft Power BI–ში, კომპანია AGIC-ის ექსპერტების მიერ. რეპორტის შექმნა & კლიენტთან გაგზავნა – მონაცემების დამუშავების შემდეგ, მიღებული ანალიტიკა შესაბამისი ვიზუალიზაციით იგზავნება კლიენტთან. ფინანსური ანალიზის შედეგად, კლიენტი კომპანია მიიღებს შემდეგ მონაცემებს: ბალანსის უწყისი მოგება-ზარალი ფულადი ნაკადების მოძრაობა ტოპ დებიტორები/კრედიტორები ვადაგადაცილებული დებიტორების ანალიტიკა მარჟების ანალიტიკა პროდუქტების მიხედვით ლიკვიდურობის ანალიტიკა ინვესტიციის უკუგების კოეფიციენტები მომგებიანობის კოეფიციენტები ზემოთ ჩამოთვლილ საბაზისო მონაცემებს შეიძლება დაემატოს კომპანიის მიერ მოთხოვნილი სპეციფიკური ინფორმაცია.


wishlistAdd to wishlist