დაფინანსებული პროექტების აუდიტი
აუდიტი და მარწმუნებელი მომსახურება
დაფინანსების მოპოვება კრიტიკული წერტილია ბიზნესის განვითარების გზაზე და კომპანიების ძალიან მცირე ნაწილი ახერხებს ინვესტიციების განხორციელებას მხოლოდ თავისივე ფინანსებით. გარე დაფინანსების მიღება არ არის მარტივი, განსაკუთრებით განვითარებად ბაზრებზე. თუმცა სწორად მომზადებულ საინვესტიციო შემოთავაზებასა და აპლიკაციას შეუძლია მნიშვნელოვნად გაზარდოს ფინანსების მიღების შანსები. წინა წლების განმავლობაში ჩვენ ვნახეთ მრავალი საინტერესო ბიზნეს კონცეფცია, მაგრამ სამწუხაროდ ბევრმა ვერ მოახერხა ფინანსების მოზიდვა, ამის მთავარი მიზეზი კი ის იყო, რომ იდეის ავტორებმა და პრომოუტერებმა ვერ შეძლეს ამ კონცეფციების ნათლად და კარგად წარმოჩენა.
„AGIC” ეხმარება კლიენტებს ბიზნეს კონცეფციების მიმზიდველ საინვესტიციო შეთავაზებად გადაქცევაში. ეს მიიღწევა სხვადასხვა ტიპის ინფორმაციის დეტალური ანალიზის მეშვეობით და როგორც წესი, საინვესტიციო შეთავაზების ფორმას იძენს. უფრო მეტიც, ჩვენ ხშირად წარვუდგენთ საინვესტიციო გეგმას ინვესტორებს ჩვენი კლიენტების სახელით და დეტალების გასარკვევად მათთან ერთად ვმუშაობთ, ვპასუხობთ შეკითხვებს და ვავითარებთ შემდგომ ბიზნეს გეგმებს.
ჩვენ დაფინანსების მოძიებაში ვეხმარებით კომპანიებს საერთაშორისო საინვესტიციო ფონდებიდან, საქართველოს პარტნიორი ფონდიდან, საერთაშორისო ფინანსური კორპორაციიდან და სხვა შესაბამისი წყაროებიდან.
სურვილების სიაში დამატება