ბიზნეს გეგმის მომზადება
საკონსულტაციო მომსახურება
ბიზნეს გეგმა არის ანგარიში კომპანიის პროდუქციის ან მომსახურების თაობაზე და მასში წარმოდგენილია როგორც ამჟამინდელი, ასევე მომდევნო ხუთი წლის პროგნოზი. მასში არის განხილული პოტენციური ბაზრები და კლიენტები, მარკეტინგის სტრატეგია, SWOT ანალიზი, ადამიანური რესურსები, მოთხოვნები ინფრასტრუქტურის, მანქანა დანადგარებისა და ინვენტარის მიმართ, გეგმა საშუალებას იძლევა წინასწარ მოხდეს საინვესტიციო თანხების კალკულაცია. დოკუმენტი ასევე მოიცავს ფინანსურ მხარეს, თუ რამდენად მომგებიანი ესა თუ ის პროექტი. გეგმაში ითვლება მომგებიანობის, ლიკვიდურობის და ეფექტურეობის კოეფიციენტები და დგება საპროგნოზო ფინანსური უწყისები.
ბიზნეს გეგმა გეხმარებათ გაიგოთ უფრო მეტი იმის შესახებ, თუ რა საშუალებები და შესაძლებლობები გექნებათ იმ კონკრეტულ ინდუსტრიაში, სადაც აპირებთ პოზიციონირებას, რაც ბიზნესის წარმატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია AGIC გთავაზობთ სრულ მხარდაჭერას ბიზნეს გეგმის მომზადების პროცესში. ჩვენი ექსპერტები დაგეხმარებიან შექმნათ ბიზნეს გეგმა სხვადასხვა პროექტებისა და მიზნებისთვის:
საგრანტო პროექტებისთვის (“აწარმოე საქართველოში”, ZRDA, სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტები)
ინვესტორებთან და სხვადასვა ფონდებთან წარსადგენად
ბანკებთან წარსადგენად და ლიზინგის აპლიკაციისთვის
ბიზნესის დასაწყებად ან არსებულის გასაფართოებლად
ფრენჩაიზის შესყიდვისა და დაფინანსების მიზნით
ბიზნეს გეგმის მომზადების სერვისზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გადადით ბმულზე.
ბიზნეს გეგმის ძირითადი შემადგენელი ნაწილებია:
მოკლე მიმოხილვა
ბიზნესის აღწერა
ბაზრის ანალიზი
პროდუქცია და მომსახურება
ორგანიზაციული სტრუქტურა
მარკეტინგი და რეალიზაცია
საინვესტიციო გეგმა
ფინანსური გეგმა 5 წელზე
დანართები
სურვილების სიაში დამატება