დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
cover

პროდუქტი

მარკეტინგული სტრატეგიისა და მომსახურების შემუშავება

საკონსულტაციო მომსახურება

1n

ახალ ბაზრებზე შესული ორგანიზაციები ხშირად დგებიან სხვადასხვა გამოწვევების წინაშე, რომლებიც წარმოიშვება კულტურებს, ენასა და ბიზნეს პრაქტიკებს შორის არსებული განსხვავებების შედეგად. თუმცა უმეტესად ამ გამოწვევების მიზეზი სიახლეებია. ის, რაც შესაძლოა მათთვის რთული იყოს, სინამდვილეში შეიძლება ძალიან მარტივი აღმოჩნდეს ადგილობრივი პროფესიონალებისათვის. აქედან გამომდინარე, ადგილობრივად გაწეული დახმარება იმპლემენტაციის ფაზაში ძალიან მნიშვნელოვანია, რათა უზრუნველვყოთ პროექტის შეუფერხებელი, პროდუქტიული, დროული და ბიუჯეტით გათვლისწინებული მიმდინარეობა. „AGIC” ეხმარება ქართულ ბაზარზე ახალ შემოსულ კომპანიებს სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში. აღნიშნული სამუშაო მოიცავს სწორი კომპანიების შერჩევასა და მათთან კონტრაქტის დადებას, ტენდერების შემუშავებასა და გამოცხადებას, სამუშაოს გამარტივებას ლიცენზიებისა და ნებართვების მოპოვებით, ოფისების ეკიპირებას, შეხვედრების დანიშვნასა და არა მხოლოდ. იგი მოიცავს ყველაფერს, რაც საშუალებას აძლევს კლიენტს კონცენტრირდეს თავის ბიზნესზე მაშინ, როდესაც ჩვენ ვიზრუნებთ სხვა დანარჩენზე. ჩვენ ასევე ვეხმარებით ქართველ კლიენტებს პროექტის იმპლემენტაციაში, როდესაც ისინი გადიან საერთაშორისო ბაზრებზე. ჩვენ ამას ვაკეთებთ პარტნიორი კომპანის ფართო ქსელის მეშვეობით და შესაბამისად უზრუნველვყოფთ პროექტების იმპლემენტაციას სხვადასხვა სერვისების მეშვეობით, იმ მიზნით, რომ ქართველი კლიენტები იყვნენ პროდუქტიულები ახალ ბაზრებზე.


wishlistსურვილების სიაში დამატება