მომხმარებელთა კვლევა
საკონსულტაციო მომსახურება
მომხმარებელთა კვლევა აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია AGIC-ის საკონსულტაციო მიმართულების ერთ-ერთი სერვისია.
აღნიშნული სერვისი მოიცავს, როგორც პოტენციურ, ასევე აქტიური მომხმარებლების კვლევას. მათი ქცევის განსაზღვრას, საჭიროებების შესწავლას, მოლოდინებისა და ყიდვის გადაწყვეტილების დადგენას, თუ როგორ და რაზე დაყრდნობით აკეთებს მომხმარებელი არჩევანს. მომხმარებელთა რაოდენობის ზრდა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენადა კარგად განსაზღვრავს კომპანია მომხმარებლის ქცევას. ეს კვლევა დაგეხმარებათ გააკეთოთ მომხმარებლებთან დაკავშირებული პროგნოზი და შექმნათ მომხმარებელზე მორგებული საკომუნიკაციო კამპანია.
მომხმარებელთა კვლევის შედეგად, მიიღებთ შემდეგ ინფორმაციას:
მომხმარებელთა სეგმენტაცია
მომხმარებლის ღირებულებების განსაზღვრა
მომხმარებლის გამოცდილების შეფასება
საკომუნიკაციო აქტივობებზე მომხმარებლის რეაგირების პროგნოზი
იმისათვის, რომ AGIC-ის საკონსულტაციო გუნდმა მოგაწოდოთ სრულყოფილად შედგენილი მომხმარებლის კვლევა, ხორციელდება რაოდენობრივი და თვისობრივი კვლევა. კვლევის შედეგად გეცოდინებათ, თუ რა მიმართულებით უნდა განავითაროთ თქვენი პროდუქტი ან მომსახურება, რათა შეძლოთ მომხმარებლების საჭიროების დაკმაყოფილება და მათი კეთილგანწყობის მოპოვება.
სერვისის სრულყოფილად შესრულებას უზრუნველყოფენ:
ბიზნეს კონსულტანტი
ფინანსების სპეციალისტი
მარკეტოლოგი
ინტერვიუერი
დარგობრივი ექსპერტი
მომხმარებელთა კვლევის სერვისი განკუთვნილია როგორც სტარტაპებისთვის, ასევე გამოცდილი კომპანიებისათვის. AGIC-ის გუნდი მზად არის მოგაწოდოთ კვლევა, რომლის შედეგადაც განსაზღვრავთ პოტენციურ სამომხმარებლო სეგმენტს, ან შეისწავლით უკვე არსებულ მომხმარებლებს და გააუმჯობესებთ მათ გამოცდილებას.
ჩვენი გუნდი მომხმარებლების კვლევას ატარებს, როგორც საქართველოში, ასევე სხვადასხვა საექსპორტო ბაზრებზე. კომპანია AGIC-ის გუნდის გამოცდილება მოიცავს სხვადასხვა ინდუსტრიებსა და ქვეყნებს. საკონსულტაციო დეპარტამენტის ცოდნა და გამოცდილება საშუალებას გვაძლევს ჩავატაროთ სხვადასხვა სექტორის, ბაზრისა და ბაზრის მოთამაშეთა ანალიზი. ამავდროულად, მსოფლიო მასშტაბით ჩვენი პარტნიორი ოფისების ფართო ქსელის საშუალებით, ჩვენ შეგვიძლია ინფორმაციის მოწოდება ჩვენი ქართველი კლიენტებისთვის აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის, აზიისა და აფრიკის ბაზრების შესახებ.
სურვილების სიაში დამატება